Friday, November 9, 2018

პროექტი: " ცხოვრება სივრცეა.იპოვე შენი ადგილი!"

1.პროექტის სახელწოდება-"ცხოვრება სივრცეა. იპოვე შენი ადგილი"
2,პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით-მოსწავლეთა მიერ ალკოჰოლიზმის, თამბაქოს მოხმარებისა და ნარკომანიის პრობლემატიკის გაშუქება, ნარკოტიკების სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენების გაცნობა და ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის, როგორც ნეგატიური მოვლენების შესახებ მსჯელობა
3.პროექტის აქტუალობა---ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოხმარება, ნარკომანია-ეს თემები ყოველთვის იყო საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ღამის კლუბებში სინთეზური ნარკოტიკების მოხმარებამ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების სიცოცხლე შეიწირა. მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით, სიკვდილიანობის 1/3 თამბაქოს მომხმარებლებზე მოდის. ასევე, ალკოჰოლზე, თამბაქოზე, ნარკოტიკებზე დახარჯული ფული მძიმედ აწვება მომხმარებელთა ოჯახების ბიუჯეტს, რაც ხშირად ტრაგედიის მიზეზი ხდება.
4.პროექტის მიზნები-----
  • მოსწავლეებმა შეძლონ მოპოვებული მონაცემების კლასიფიკაცია;
  • მოსწავლეებმა შეძლონ მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება;
  • მოსწავლეებმა დააკავშირონ სპირტების და ალკალოიდების თვისებები მათ გამოყენებასთან მედიცინაში, ყოფა-ცხოვრებაში, სოფლის მეურნეობასა და ტექნიკაში
  • მოსწავლეებმა იმსჯელონ მოცემული ორგანული ნივთიერებების ჭარბად გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე, გააკეთონ სათანადო დასკვნები.
  • მოსწავლეებმა ინფორმაცია წარმოადგინონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების (ცხრილების, დიაგრამების) საშუალებით;
  • მოსწავლეებმა გააკეთონ პრეზენტაცია, შეარჩიონ  შესაბამისი დიზაინი და შექმნან სარეკლამო პლაკატები;
  • მოსწავლეებმა დისკუსიის, ინტერვიუების, საუბრების მეშვეობით შეძლონ თანატოლთა დაინტერესება, ალკოჰოლის და სხვადასხვა ნარკოტიკების მომხმარებელთა ინფორმირება მოსალოდნელი სავალალო შედეგების შესახებ, მათი დარწმუნება(მცდელობა მაინც), რომ არაფერია ჯანსაღ ცხოვრებაზე უფრო მშვენიერი.
  • მოსწავლეებმა შეაფასონ პრეზენტაცია;
  • არსებული პროექტის ფარგლებში ხელი შევუწყოთ მოზარდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
  • მოსწავლეებ შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
5.მოსწავლეთა ასაკი---15-16წ
6.ვადები/აქტივობა---4კვირა;
1.პროექტის სახელწოდების შერჩევა და კითხვარის ფორმის შემუშავება---2 დღე;
2.ჯგუფებში ფუნქციების დანაწილება, მასალების მოძიება,მოსახლეობის გამოკითხვა დაშემუშავებული კითხვარის შევსება. დღიურში ჩანაწერების გაკეთება, ინტერვიუ უბნის ექიმთან--2კვირა;
3.მოპოვებული მონაცემების დახარისხება, ცხრილების, დიაგრამების აგება---1 კვირა;
4.პრეზენტაციის მომზადება---5დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას---დღიურები, ცხრილები, დიაგრამები, პლაკატები, სლოგანები, ფლიპჩარტი, ფოტო და ვიდეო მასალები, ლიტერატურიდან მოძიებული მასალები, ინტერვიუები.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები---ფლიპჩარტები, ფოტოკამერა, კომპიუტერები,პრინტერი, პროექტორი, სახელმძღვანელოები, ჟურნალები, დღიურები, ფურცლები, ინტერნეტრესურსები, მასწავლებლის დაკვირვების ჩანაწერები.
9.პროექტის მსვლელობა-------პროექტის დაწყებამდე -ერთი კვირით ადრე ვიკვლევ მოსწავლეთა საჭიროებებს, ვიყენებ გონებრივ იერიშს და ვადგენ, თუ რა იციან მოსწავლეებმა მონაცემების შეგროვების, დახარისხების და წარმოდგენის შესახებ. პარალელურად ვახდენ მშობლების ინფორმირებას მშობლების დაინტერესების,აქტიურობის და ჩართულობის მიზნით.
პროექტის დაწყება -1. მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის თემის შინაარს, ამისათვის ვამზადებ მოსწავლეთა მხარდამჭერ პრეზენტაციას, რაც დაეხმარება მოსწავლეებს პროექტის სიღრმისეულ წვდომაში. გარდა ამისა , ვაჩვენებ ფასილიტაციის პრეზენტაციას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას და მოტივაციას.
2. მოსწავლეებს იყოფიან  მცირე ჯგუფებად და ეძლევათ დავალება, მოიფიქრონ პროექტის სხელწოდება და შეიმუშაონ კითხვარის ფორმა. ამისათვის ეძლევათ 2 დღე. შემდგომ დისკუსიის შედეგად შეარჩევენ  საუკეთესო ვარიანტს.
3. მოსწავლეთა ჯგუფები აწარმოებენ მოსახლეობის გამოკითხვას და ავსებენ შემუშავებულ კითხვარს. აკეთებენ ჩანაწერებს დღიურში, ამისათვის მათ ეძლევათ ერთი კვირა.
             4. ამასთანავე, ჯგუფები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს ალკოჰოლის,თამბაქოს, ნარკოტიკების მავნებლობაზე, ჯგუფებში მოსწავლეები ინაწილებენ    ფუნქციებს, მათგან ერთერთი წევრი იღებს ინტერვიუს უბნის ექიმისგან.
            5. მოსწავლეთა ჯგუფები ახარისხებენ მოპოვებულ მონაცემებსსაზღვრავენ, მაგ. საშუალოდ ოჯახის ბიუჯეტის რა ნაწილი იხარჯება სიგარეტის  შეძენაზე,   შედეგებს გამოსახავენ %-ში.Excel-ში აგებენ ცხრილებსა დიაგრამებს, ამ დავალებების შესასრულებლად ეძლევათ ერთი კვირა.
           6. ჯგუფებს ეძლევა დავალება ,იმუშაონ პრეზენტაციის მომზადებაზე და სარეკლამო პლაკატების მომზადებაზე, ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ აზრს კვირის ბოლოს  შეჯერებულვარიანტს მაწვდიან ელ. ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით, ვაძლევ  რჩევებს და შენიშვნებს და ვაკეთებ ჩანაწერებს ჟურნალში.
          7.პრეზენტაციის საბოლოო ვარიანტის შემუშავებისას მოსწავლეები ითვალისწინებენ ჩემ რჩევებს და შენიშვნებს .
         8. პრეზენტაციის მომზადების შემდეგ, თითოეულ ჯგუფს ვყოფ წყვილებად. წყვილებში მოსწავლეები ერთმანეთს
           დაეხმარებიან პრეზენტაციების ზეპირად წარმოდგენის მომზადების პროცესში, მკვლევარისა და ექსპერტის როლების
           შესრულების გზით. ამისათვის ეძლევათ 5 დღე. მოსწავლეები ადგენენ კითხვებს და ამზადებენ პრეზენტაციას.
       9. წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ, მოსწავლეებს ვთხოვთ უპასუხონ კითხვებს:
  • როგორ წარმოგიდგენიათ, რა არის კვლევა?
  • როგორ შევადგინოთ მონაცემების შეგროვებისათვის საჭირო კითხვარი?
  • მონაცემების წარმოდგენის რომელ ფორმებს იცნობთ?
როგორ ფიქრობთ, რამდენად წაადგებათ თამბაქოსა და ნარკოტიკების მომხმარებელ თანატოლებს თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია?
პასუხებს ვინიშნავთ წინასწარ მომზადებულ ცხრილში, რაც დაგვეხმარება ჯგუფების საბოლოო შეფასებისთვის.
     10. მოსწავლეებს ვავალებ ჩვენი პროექტისათვის შექმნან ბლოგი.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი----ქიმ.XI.მოსწავლეს შეუძლია ორგანული ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აკავშირებს ორგანული ნაერთების თვისებებს მათ შედგენილობაში შემავალ ფუნქციურ ჯგუფთან;
აკავშირებს ორგანულ ნაერთთა მნიშვნელოვან თვისებებს მათ გამოყენებასთან მედიცინაში, ყოფა-ცხოვრება ში, სოფლის მეურნეობასა და ტექნიკაში.
კვლ.XI.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს;
განსაზღვრავს შესაბამისი ინფორმაციის მოძიების წყაროებს;
გამოთქვამს არგუმენტირებულ მოსაზრებას/ვარაუდს;
განსაზღვრავს მონაცემების მოპოვების გზებს(მაგ.ცდით, საველე სამუშაოების ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
განსაზღვრავს კვლევის პირობებს და ჩატარების ეტაპებს;
განსაზღვრავს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს(ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები)
კვლ.XI.2.მოსწავლეს შუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მოიძიებს და აანალიზებს შესაბამის ინფორმაციას;
აწარმოებს დაკვირვებას ან/და გაზომვებს, იღებს სარწმუნო მონაცემებს;
აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნი-კაციო საშუალებებსმონაცემების სათანადო სიზუსტით რეგისტრირებისათვისმაგ. დროის მონაკვეთში ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა);
კვლ.XI.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს სხვადასხვა ხერხს( დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.
კვლ.XI.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწვლე:
იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს, განსხვავების შემთხვევაში ხსნის მიზეზებს;
განიხილავს დაკვირვებისა და გაზომვების დროს გამოვლენილ მოულოდნელობებს, ცდილობს მათ ახს -ნას;
აფასებს, იძლევა თუ არა გამოტანილი დასკვნები მორიგი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)----ლალი ჭაბუკაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა----lalichabukashvili@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი--
პროექტის განხორციელების გეგმა

No comments:

Post a Comment